top of page

სტეფანწმინდა (ყაზბეგი)

ტურის ხანგრძლივობა 10-11 საათია. ტურის ფარგლებში მოვინახულებთ ანანურის ციხეს, სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურს,მთის ბილიკით გავემართებით გერგეთის ყოვლადწმინდა სამების ტაძრისაკენ. შემდეგ გავემართებით დარიალის ხეობაში, ვნახავთ ულამაზეს გველეთის ჩანჩქერს. ტურის მიწურულს ვეწვევით სოფელ სნოს, სადაც მოვინახულებთ სნოს ციხეს. 

ტურის ფარგლებში გათვალისწინებულია სადილი რესტორანში, სადაც დავაგემოვნებთ ქართულ ტრადიციულ კერძებს და ღვინოს.

ტურის აღწერილობა:

  • ტური დაიწყება დილის 10 საათზე. მოვინახულებთ კომპლექს ანანურს. გვიანი შუა საუკუნეების საქართველოს მრავალრიცხოვან ნაგებობათაგან ანანურს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. იგი გამოირჩევა როგორც თავისი იშვიათი ადგილმდებარეობით, ასევე მასში თავმოყრილი სხვადასხვა დროის მრავალი საეკლესიო და საერო ნაგებობებით. 

  • გავივლით სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურსა და ჯვრის უღელტეხილს, სადაც გუდაურის ცნობილი გადმოსახედია. მისი აშენება მიეძღვნა გეორგიევსკის ტრაქტატის დადებიდან 200 წლის გასვლას. გადმოსახეიდან იშლება ულამაზესი ხედი, რომელიც ხშირად იზიდავს ტურისტებს.

  • ვნახავთ მონუმენტს, რომელიც მიეძღვნა საქართველოსა და რუსეთს შორის დადებულ ”გეორგიევსკის ტრაქტატს.”

  • შემდეგ გავემართებით სტეფანწმინდის მიმართულებით. ჩასვლისთანავე ვისადილებთ. დავაგემოვნებთ ქართულ ტრადიციულ კერძებს და ღვინოს.

  • მცირე შესვენების მერე გავემართებით გერგეთისკენ. სტეფანწმინდის მთავარი მოედნიდან ფეხით, მთის ბილიკით გავემართებით გერგეთის ყოვლადწმინდა სამების (XIV ს) ტაძრისაკენ. იგი მთის მწვერვალზეა აღმართული (ზღვის დონიდან 2200 მ), საიდანაც ყაზბეგის მყინვარწვერის  ულამაზესი ხედი იშლება.

  • ვეწვევით დარიალის ხეობას და მოვინახულებთ მთავარანგელოზთა სახელობის მამათა სამონასტრო კომპლექსს (XXI ს).

  • დარიალის ხეობაში ასევე მოვინახულებთ გველეთის ჩანჩქერს, რომელიც მდებარეობს დარიალის ხეობაში, სოფელ გველეთთან, 7 კმ-ში დაბა სტეფანწმინდიდან. 

  • ტურის მიწურულს დავათვალიერებთ სნოს ციხეს (XVI ს) და ახლად  აშენებულ ვახტანგ გორგასალის სახელობის ტაძარს. 

ტურის დეტალები:

ტურის დასახელება:                   „სტეფანწმინდა (ყაზბეგი)

ტურის ხანგრძლივობა:                10-11 საათი

მონაწილეთა რაოდენობა:            1-8 მონაწილე       

ტურის საფასურში გათვალისწინებულია:

სრული სატრანსპორტო მომსახურება

კვალიფიციური ექსკურსიამძღოლი (გიდი)

კვალიფიციური ტურ-ოპერატორი

სადილი ქართულ, ტრადიციულ რესტორანში

ფოტო მომსახურება

     

ტურის ღირებულება:

მონაწილეთა რაოდენობა:   ტურის ღირებულება თითო მონაწილეზე:

1 მონაწილე..........................................350ევრო

2 მონაწილე..........................................175ევრო 

3 მონაწილე...........................................120ევრო

4 მონაწილე...........................................90ევრო

5 მონაწილე............................................70ევრო

6 მონაწილე...........................................60ევრო

7 მონაწილე............................................50ევრო

8 მონაწილე............................................45ევრო

Aghmashenebeli Str#73
Mtskheta, Georgia

+995599020350

+995593285865

tgroupingeorgia@gmail.com

Success! Message received.

BOOK YOUR VACATION NOW
bottom of page