top of page

თვალწარმტაცი საქართველო

თბილისი

 

თბილისი — საქართველოს დედაქალაქი; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 720 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს.თბილისი ძალიან საინტერესო ქალაქია თავისი სიძველეებით და კულტურული ღირებულებებით, ტურისტებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია ძველი თბილისი თავისი ტრადიციული ქუჩებით და შენობა-ნაგებობებით. მოსახლეობა -1 108 717 (2014).

მცხეთა-მთიანეთი
მცხეთა-მთიანეთი— მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების შიდა ქართლის, ერწო-თიანეთის, ფშავის, ხევსურეთის, მთიულეთის, გუდამაყრის, ქსნისხევის ტერიტორიებს. მცხეთა — ქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მცხეთის ისტორიული ძეგლები იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. აქ არის რკინიგზის სადგური, კვების და მსუბუქი მრეწველობის საწარმოები, ზემო ავჭალის ჰესი. ქალაქში კულტურისა (უმაღლესი სასწავლებლები, თეატრი, მუზეუმი) და არქიტექტურის მრავალი ძეგლია.მოსახლეობის რაოდენობა-94 573 (2014)

ჩვენ გთავაზობთ არჩევანის მრავალფეროვნებას. 

აირჩიეთ თქვენთვის სასურველი  ტური და დაგვიკავშირდით

თავგადასვლებისთვის

ყაზბეგი
სტეფანწმინდა (ყოფილი ყაზბეგი) — დაბა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე თერგის ხეობაში, მყინვარწვერის ძირში ზღვის დონიდან 1750 მეტრზე. სტეფანწმინდაში მდებარეობს გერგეთის სამება, ერთ-ერთი უმთავრესი ღირსშესანიშნაობა საქართველოში. გერგეთი დაბა სტეფანწმინდიდან 6 კმ-ში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს. კომპლექსში შედის: სამების გუმბათოვანი ტაძარი (XIV საუკუნის 30-იანი წლები), სამრეკლო (XIV საუკუნის II ნახევარი) და საბჭეო (XV საუკუნე). მოსახლეობა - 6530
იმერეთი
იმერეთი — დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარე, ამჟამად იმერეთის მხარის ნაწილი. იმერეთის მხარე მნიშვნელოვანწილად გამოირჩევა საქართველოს ტეროტორიაზე არსებული წიაღისეული სიმდიდრეების მრავალფეროვნებით. ძირითადი წიაღისეული სიმდიდრეა ჭიათურის მანგანუმი.მხარის მნიშვნელოვანი წიაღისეული რესურსია ტყიბულისა და გელათის ქვანახშირის, საშენ მასალათა, თიხის მარაგი. ქუთაისის მიდამოები მდიდარია ბეტონოტური თიხებით, მარმარილოს, ეკლარის კირქვის, კურსების ტეშენიტის, ბაზალეთის საბადოებით. მოსახლეობის რაოდენობა- 533 906 (2014)
რაჭა

 

რაჭა — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ხეობაში. ჩრდილოეთით რაჭას ესაზღვრება ოსეთი, ჩრდილო-დასავლეთით - ქვემო სვანეთი, სამხრეთით - იმერეთი, აღმოსავლეთით - შიდა ქართლი, დასავლეთით - ლეჩხუმი. ისტორიულ-გეოგრაფიულად რაჭა სამ კუთხედ იყოფოდა: მთის რაჭა, ზემო რაჭა და ქვემო რაჭა. ამჟამად რაჭა მოიცავს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარის ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას.მოსახლეობა-25,000

ახალციხე
ახალციხე, ქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ახალციხის ქვაბულში, მდინარე ფოცხოვის ორივე ნაპირზე, ზღვის დონიდან 1000 მ სიმაღლეზე.ახალციხის მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს რაბათის ციხე.ისტორიული ციხე საქართველოში,რომელიც წარმოადგენდა ძველი სამცხის მთავარ ქალაქს და სამცხის ათაბაგთა რეზიდენციას. მდებარეობს მდინარე ფოცხოვის ნაპირზე. ის განსხვავებული ფუნქციის და მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულების, შუა საუკუნეების სხვადასხვა პერიოდის ნაგებობისგან შედგება. მოსახლეობა-17,903 (2014)
კახეთი 
კახეთი — მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციების კახეთის, ჰერეთის (ნაწილობრივ) და თუშეთის ტერიტორიებს.კახეთის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულები:ახმეტის მუნიციპალიტეტი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, თელავის მუნიციპალიტეტი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სიღნაღის მუნიციპალიტეტი, ყვარლის მუნიციპალიტეტი. მოსახლეობის რაოდენობა-318 583 კაცი (2014)

საქართველო

გურია
 
გურია — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ისტორიული ზემო ქართლის ნაწილი. დასახლებულია, ძირითადად, გურულებით. გურიის ისტორიული ცენტრია ქალაქი ოზურგეთი.გურიის მხარე მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის პირას. გურიის მხარეს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე, სამხრეთით ესაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა.გურიის მხარეს ასევე ესაზღვრება იმერეთის მხარე და სამცხე-ჯავახეთის მხარე დასავლეთიდან გურიის მხარეს 22 კილომეტრიანი სანაპირო ზოლი აქვს. გურიის მხარის ნაწილი ოდიშ-გურიის დაბლობზე მდებარეობს, ხოლო ნაწილი კი მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთებზე. მხარის ფართობი შეადგენს 2030,7 კვ.კმ–ს.მოსახლეობის 96% ეთნიკურად ქართველია. ძირითადად ცხოვრობენ გურულები, მოსახლეობის 15% აჭარელია.მოსახლეობის რაოდენობა-113 350 (2014)
სამეგრელო
სამეგრელო — დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. ეს არის მდინარე რიონს, ცხენისწყალს, ენგურსა და შავ ზღვას შორის მოქცეული ტერიტორია. დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით სამეგრელო შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში და მოიცავს აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის და ხობის მუნიციპალიტეტების და ქალაქფოთის ტერიტორიას.ცენტრალური ქალაქია ზუგდიდი.მეგრელები — ქართველთა ერთ-ერთი მსხვილი ეთნოგრაფიული ჯგუფი. ისინი საუბრობენ ქართულ ენაზე, ხოლო ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში - აგრეთვე მეგრულ ენაზე, რომელიც ქართველურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება. მეგრელებს დღემდე აქვთ შენარჩუნებული კულტურისა და ყოფის ლოკალური თავისებურებები. ამჟამად საქართველოში მცხოვრები დაახლოებით 3 600 000 ქართველიდან, დაახლოებით 800 000 ქართველი, მეგრული ეთნოგრაფიული ჯგუფის წარმომაგდენელია მოსახლეობის რაოდენობა-451 852 (2002).
აჭარა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა — ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში. მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციების აჭარის, ასევე ნაწილობრივ ჭანეთის, გურიის, მაჭახელას და სამცხის ტერიტორიებს. რესპუბლიკას გააჩნია საკუთარი კონსტიტუცია და მმართველობის ორგანოები, ასევე საკუთარი დროშა და გერბი. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შედის ექვსი მუნიციპალიტეტი. რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრია — ბათუმი. მოსახლეობის რაოდენობა-333 953 (2014).
ბაკურიანი
ბაკურიანი — დაბა ბორჯომის მუნიციპალიტეტში. იგი ცნობილი სამთო-კლიმატური კურორტი და საერთაშორისო მნიშვნელობის სამთო-სათხილამურო ცენტრია. 1932 წელს გაიხსნა პირველი სათხილამურო ბაზა. ბაკურიანიდან კოხტაგორის მთაზე (1,3 კმ) და ცხრაწყაროს უღელტეხილზე (3,5 კმ) გაყვანილია საბაგირო გზები, აგებულია სათხილამურო ტრამპლინები. 2005 წელს ბაკურიანი წარადგენილი იყო 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის ერთ-ერთ კანდიდატად.მოსახლეობა 2,348 (2014)
ბორჯომი
ბორჯომი— ქალაქი-კურორტი აღმოსავლეთ საქართველოში და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრი მდებარეობს მდინარების მტკვრის, ბორჯომულასა და გუჯარეთისწყლის შესართავთან, მესხეთის ქედის აღმოსავლეთ და თრიალეთის ქედის დასავლეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 800-900 მ. სიმაღლეზე. ქალაქს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი.ბორჯომი ცნობილია თავისი მინერალური წყლებით, რომანოვების სასახლით ( ლიკანი) და ასევე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკით, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული პარკია ევროპაში. მოსახლეობა-10,546 (2014)
 სვანეთი
 სვანეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს და მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის ზემოწელს. 3 000–5 000 მეტრი სიმაღლის კავკასიონის მთებით შემოსაზღვრული სვანეთი კავკასიაში ყველაზე მაღლა დასახლებულ რეგიონად ითვლება. სვანები — ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. ძირითადად ცხოვრობენ სვანეთში, მესტიისა და ლენტეხის რაიონებში, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გულრიფშის რაიონის ჩრდილოეთ ნაწილში. სვანების დიდი ნაწილი ორენოვანია: ისინი საუბრობენ ქართულ ენაზე, ხოლო ყოველდღიურ ყოფაში იყენებენ სვანურს, რომელიც ქართველურ ენებს მიეკუთვნება. ამჟამად საქართველოში მცხოვრები დაახლოებით 3.600.000 ქართველიდან დაახლოებით 80.000 ქართველი, სვანური ეთნოგრაფიული ჯგუფის წარმომადგენელია. მოსახლეობის რაოდენობა-23 000 (2004)
ფშავ-ხევსურეთი
ფშავი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. ფშავი არაგვის ხეობაში მდებარეობს და დღევანდელ დუშეთის რაიონს მოიცავს. მისი ფართობი დაახლოებით 550 კმ²-ია. ფშავს ესაზღვრება: ჩრდილო-აღმოსავლეთით - კავკასიონის მთავარი ქედი, რომელიც მას ჰყოფს თუშეთისა და პირაქეთა ხევსურეთისაგან, დასავლეთით - პირაქეთა ხევსურეთი, გუდამაყარი, ხანდო და ჭართალი, სამხრეთით - შიდა ქართლი, აღმოსავლეთით - ერწო-თიანეთი. ხევსურეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე. კავკასიონის ქედი მას ორ ნაწილად ჰყოფს — პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთად. პირიქითა ხევსურეთი შედგება სამი ხეობისაგან: მიღმახევის, შატილის და არხოტის, პირაქეთა ხევსურეთი — არაგვის ხეობისაგან.
თუშეთი
 
თუშეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის გადაღმა, მის ჩრდილოეთ კალთაზე. აღმოსავლეთით თუშეთს საზღვრავს დაღესტანი, დასავლეთით ფშავი და ხევსურეთი, ჩრდილოეთით ჩეჩნეთი, სამხრეთით კახეთი.მოსახლეობა- თუშები, ქართველ მთიელთა ეთნოგრაფიული ჯგუფი, ცხოვრობენ თუშეთში.

Aghmashenebeli Str#73
Mtskheta, Georgia

+995599020350

+995593285865

tgroupingeorgia@gmail.com

Success! Message received.

BOOK YOUR VACATION NOW
bottom of page