top of page

ტურები 

თბილისი-მცხეთა

€25.00

ტურის ხანგრძლივობა 7-8 საათია. ტურის ფარგლებში ვეწვევით ორ ისტორიულ დედაქალაქს: დედაქალაქ თბილისსა და საქართველოს იტორიულ დედაქალაქ მცხეთას.მოვინახულებთ მათ ღირსშესანიშნავ ადგილებს, უნიკალურ ტაძრებსა და არქიტექტურულ ძეგლებს.მოვივლით ქალაქბის უძველეს ქუჩებს. ქალაქ მცხეთაში ვისადილებთ ქართულ რესტორანში, დავაგემოვნებთ ქართულ, ტრადიციულ კერძებს და ღვინოს. 

მცხეთა და კომპლექსი ანანური

€25.00

ტურის ხანგრძლივობა 4-5 საათია. ტური მოიცავს ისტორიული ქალაქი მცხეთის,მისი ღირსშესანიშნავი ადგილების უნიკალური ტაძრებისა და არქიტექტურული ძეგლების ათვალიერებას.მოვივლით ქალაქის ახლადრესტავრირებულ ქუჩებს. ქალაქ მცხეთაში ვისადილებთ ქართულ რესტორანში. დავაგემოვნებთ ქართულ,ტრადიციულ კერძებს და ღვინოს.ამის შემდეგ გავემგზავრებით ანანურში. მოვინახულებთ ანანურის სატაძრო კომპლექს,რომელიც ჟინვალის წყალსაცავთან მდებარეობს.

მცხეთა, შიომღვიმე, ზედაზნის მონასტერი

€30.00

ტურის ხანგრძლივობა 7-8 საათია. ტური დაიწყება ქალაქ მცხეთით. თავდაპირველად ვეწვევით VI საუკუნის უნიკალურ ტაძარს „ჯვრის მონასტერს",სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს,ბოლოს კი შიომღვიმის და ზედაზნის მონასტრებს.ტურის ფარგლებში გათვალისწინებულია სადილი მცხეთის რესტორანში, სადაც დავაგემოვნებთ ქართულ, ტრადიციულ კერძებს და ღვინოს. 

შატო-მუხრანი, ძალისი, ქანდა

€45.00

ტურის ხანგრძლივობა 8-9 საათია.ტურის ფარგლებში ვეწვევით შატო-მუხრანს, ივანე მუხრანბატონის სასახლეს.მოვინახულებთ ძალისის ანტიკურ ნამოსახლარს და სოფელ ქანდას, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძარს.მიწურულს კი გავემგზავრებით თხოთის მთაზე, მოვინახულებთ წმინდა ნინოს ეკლესიას.ტურის ფარგლებში ვისადილებთ რესტორანში, სადაც დავაგემოვნებთ მუხრანბატონის საყვარელ კერძებს, უნიკალურ ქართულ ღვინოებს.

გორი და უფლისციხე

€35.00

ტურის ხანგრძლივობა 5-6 საათია. ტურის ფარგლებში ვეწვევით ქალაქ გორს. მოვინახულებთ სტალინის სახლ-მუზეუმს,კლდეში ნაკვეთ ქალაქ უფლისციხეს. მოვინახულებთ ქალაქ მცხეთის უმნიშვნელოვანეს საკატედრო ტაძარს სვეტიცხოველს, ტურის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია სადილი რესტორანი, სადაც დავაგემოვნებთ ქართულ, ტრადიციულ კერძებსა და ღვინოს.

ბოდბე და ციხე-ქალაქი სიღნაღი

€30.00

ტურის ხანგრძლივობა 6-7 საათია.ტურის ფარგლებში მოვინახულებთ ბოდბეს დედათა მონასტერს, ნინოს წყაროს და სიყვარულის ქალაქ სიღნაღს. სიღნაღში გავმართავთ ექსკურსიას, მოვინახულებთ მის ღირსშესანიშნაობებს და მუზეუმებს. ასევე გვექნება სადილი კახურ რესტორანში, სადაც დავაგემოვნებთ ტრადიციულ, კახურ კერძებსა და ღვინოს.

დმანისი და ბოლნისის სიონი

€35.00

ტურის ხანგრძლივობა 9-10 საათია. ტურის ფარგლებში მოვინახულებთ არქეოლოგიურად უმნიშვნელოვანეს ქალაქს დმანისს, სადაც აღმოჩენილ იქნა ევროპაში პირველი ადამიანის თავის ქალა (1999-2001 წლებში). დავათვალიერებთ ბოლნისის სიონს, რომელიც ქართული არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს ძეგლს წარმოადგენს. ტურის ფარგლებში ვისადილებთ ქართულ რესტორანში და დავაგემოვნებთ ქართულ, ტრადიციულ კერძებს და ღვინოს.

დავით გარეჯის მონასტერი

€35.00

ტურის ხანგრძლივობა 6-7 საათია. ტურის ფარგლებში მოვინახულებთ კახეთის რეგიონში არსებულ დავით გარეჯის უნიკალურ სამონასტრო კომპლექსს, დავათვალიერებთ უძველეს მოხატულ მღვიმეებს.ტურის ფარგლებში ასევე ვისადილებთ კახურ რესტორანში, დავაგემოვნებთ კახურ, ტრადიციულ კერძებს და ღვინოს.

სტეფანწმინდა (ყაზბეგი)

€45.00

ტურის ხანგრძლივობა 10-11 საათია. ტურის ფარგლებში მოვინახულებთ ანანურის ციხეს, სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურს,მთის ბილიკით გავემართებით გერგეთის ყოვლადწმინდა სამების ტაძრისაკენ. შემდეგ გავემართებით დარიალის ხეობაში, ვნახავთ ულამაზეს გველეთის ჩანჩქერს. ტურის მიწურულს ვეწვევით სოფელ სნოს, სადაც მოვინახულებთ სნოს ციხეს. 

ტურის ფარგლებში გათვალისწინებულია სადილი რესტორანში, სადაც დავაგემოვნებთ ქართულ ტრადიციულ კერძებს და ღვინოს.

Aghmashenebeli Str#73
Mtskheta, Georgia

+995599020350

+995593285865

tgroupingeorgia@gmail.com

Success! Message received.

BOOK YOUR VACATION NOW
bottom of page