
TRAVELERS GROUP
Tours in Georgia
მცხეთა და კომპლექსი ანანური
ტურის ხანგრძლივობა 4-5 საათია. ტური მოიცავს ისტორიული დედაქალაქის მცხეთის, მისი ღირსშესანიშნავი ადგილების, უნიკალური ტაძრებისა და არქიტრქტურული ძეგლების დათვალიერებას. მოვივლით ქალაქის ახლადრესტავრირებული ქუჩებს. ქალაქ მცხეთაში ვისადილებთ რესტორანში. დავაგემოვნებთ ქართულ, ტრადიციულ კერძებს და ღვინოს. ამის შემდეგ გავემგზავრებით ანანურში. მოვინახულებთ ანანურის სატაძრო კომპლექსს, რომელიც ჟინვალის წყალსაცავთან მდებარეობს.
ტურის აღწერილობა:
-
ტური დაიწყება დილის 10 საათზე. თავდაპირველად ვეწვევით მცხეთას, მოვინახულებთ სვეტიცხოველს, დავათვალიერებთ ასევე მის ეზოში არსებულ სამონასტრო კომპლექსს.(სვეტიცხოველი ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში დღემდე გადარჩენილთა შორის).
-
ტაძრის დათვალიერების შემდეგ გავისეირნებთ ქალაქის ახლადრესტავრირებულ ქუჩებში.ვეწვევით სამტავროს დედათა მონასტერს, სადაც დაბრძანებულია ღირსი მამა გაბრიელის აღმსარებლისა და სალოსის წმ. ნაწილები.
-
ვისადილებთ ქართულ რესტორანში, დავაგემოვნებთ ქართულ, ტრადიციულ კერძებს.
-
მცირე დასვენების შემდეგ ვეწვევით ჯვრის მონასტერს (მონასტერი აგებულია VI საუკუნეში, იგი შესულია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში. მონასტრის შესასვლელიდან იშლება თვალწარმტაცი ხედი ქალაქ მცხეთაზე).
-
დაახლოებით ნახევარსათიანი მგზავრობის შემდეგ მოვინახულებთ კომპლექს ანანურს. გვიანი შუა საუკუნეების საქართველოს მრავალრიცხოვან ნაგებობათაგან ანანურს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. იგი გამოირჩევა როგორც თავისი იშვიათი ადგილმდებარეობით, ასევე მასში თავმოყრილი სხვადასხვა დროის მრავალი საეკლესიო და საერო ნაგებობებით.
ტურის დეტალები:
ტურის დასახელება: „მცხეთა და კომპლექსი ანანური”
ტურის ხანგრძლივობა: 4-5 საათი
მონაწილეთა რაოდენობა: 1-8 მონაწილე
ტურის საფასურში გათვალისწინებულია:
სრული სატრანსპორტო მომსახურება
კვალიფიციური ექსკურსიამძღოლი (გიდი)
კვალიფიციური ტურ-ოპერატორი
სადილი ქართულ, ტრადიციულ რესტორანში
ფოტო მომსახურება
ტურის ღირებულება:
მონაწილეთა რაოდენობა: ტურის ღირებულება თითო მონაწილეზე:
1 მონაწილე...........................................200ევრო
2 მონაწილე...........................................100ევრო
3 მონაწილე.............................................70ევრო
4 მონაწილე.............................................50ევრო
5 მონაწილე.............................................40ევრო
6 მონაწილე.............................................35ევრო
7 მონაწილე.............................................30ევრო
8 მონაწილე.............................................25ევრო








