top of page

თბილისი-მცხეთა

ტურის ხანგრძლივობა 7-8 საათია. ვეწვევით ორ ისტორიულ დედაქალაქს:დედაქალაქ თბილისს და საქართველოს ისტორიულ დედაქალაქ მცხეთას. მოვინახულებთ მის ღირსშესანიშნავ ადგილებს, უნიკალურ ტაძრებსა და არქიტექტურულ ძეგლებს. მოვივლით ქალაქების უძველეს ქუჩებს. ქალაქ მცხეტაში ვისადილებთ ქართულ რესტორანში. დავაგემოვნებთ ქართულ ტრადიციულ კერზებსა და ღვინოს.

ტურის აღწერილობა:

  • დილის 10 საათზე გავემგზავრებით მეტეხის ეკლესიის მიმართულებით, რომელიც ერთერთი უძველესთაგანია ბილისში აშენებულ ეკლესიათა შორის. ეკლესიიდან იშლება თვალწარმტაცი ხედი თბილისზე.

  • ვეწვევით აბანოთუბანს, რომელიც დედაქალაქ თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანია. დავათვალიერებთ გოგირდის მრავალფეროვან აბანოებს.

  • ფეხით გავივლით შარდენისა და ბამბის ქუჩების რიგს. (ძველ თბილისში მდებარე პატარა, საფეხმავლო ქუჩა, ქალაქ თბილისის კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი ცენტრი).

  • ერეკლე მეორის ქუჩაზე დავათვალიერებთ სუვენირებს (ქუჩა ცნობილია სუვენირების მაღაზიებითა და გალერეებით).

  • გადავალთ მშვიდობის ხიდზე და გავისეირნებთ რიყის პარკში (რიყე, ძველი თბილისის ერთ-ერთი უბანი, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე).

  • მოვინახულებთ სამების საკათედრო ტაძარს და მასთან არსებულ სამონასტრო კომპლექსს.

  • გავემგზავრებით ქალაქ მცხეთაში, სადაც ვისადილებთ ქართულ რესტორანში. დავაგემოვნებთ ქართულ, ტრადიციულ კერძებს და ღვინოს.

  • მცირე დასვენების შემდეგ გავემგზავრებით საკათედრო ტაძარ სვეტიხოვლის დასათვალიერებლად. დავათვალიერებთ ასევე მის ეზოში არსებულ სამონასტრო კომპლექსს (სვეტიცხოველი ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში დღემდე გადარჩენილთა შორის).

  • ტაძრის დათვალიერების შემდეგ გავისეირნებთ მცხეთის ახლადრესტავრირებულ ქუჩებში.

  • შემდეგ ვეწვევით სამთავროს დედატა მონასტერს, სადაც დაბრძანებულია ღირსი მამა გაბრიელის აღმსარებლისა და სალოსის წმ. ნაწილები.

  • ტურის მიწურულს ვეწვევით ჯვრის მონასტერს (მონასტერი აგებულია VI  საუკუნეში. იგი შესულია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში. მონასტრის შესასვლელიდან იშლება თვალწარმტაცი ხედი ქალაქ მცხეთაზე).

ტურის დეტალები:

 

ტურის დასახელება:                  „თბილისი მცხეთა”

ტურის ხანგრძლივობა:                7-8 საათი

მონაწილეთა რაოდენობა:            1-8 მონაწილე       

ტურის საფასურში გათვალისწინებულია:

სრული სატრანსპორტო მომსახურება

კვალიფიციური ექსკურსიამძღოლი (გიდი)

კვალიფიციური ტურ-ოპერატორი

სადილი ქართულ, ტრადიციულ რესტორანში

ფოტო მომსახურება

     

ტურის ღირებულება:

მონაწილეთა რაოდენობა:   ტურის ღირებულება თითო მონაწილეზე:

1 მონაწილე...........................................200ევრო

2 მონაწილე...........................................100ევრო 

3 მონაწილე.............................................70ევრო

4 მონაწილე.............................................50ევრო

5 მონაწილე.............................................40ევრო

6 მონაწილე.............................................35ევრო

7 მონაწილე.............................................30ევრო

8 მონაწილე.............................................25ევრო

Aghmashenebeli Str#73
Mtskheta, Georgia

+995599020350

+995593285865

tgroupingeorgia@gmail.com

Success! Message received.

BOOK YOUR VACATION NOW
bottom of page